რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი

Authors

სერგო ცირამუა

Synopsis

სახელმძღვანელო „რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი“ შექმნილია საქართველოს უნივერსიტეტის 2022 წლის შიდა საგრანტო პროექტის „სისტემების სტრუქტურული ანალიზის ლოგიკურ-ალბათური მეთოდების კომპიუტერული პროგრამული კომპლექსის შექმნა“ ფარგლებში, რომელიც წინამდებარე წიგნის ავტორის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
სასწავლო პროცესის ავტომატიზაციისა და პრაქტიკული დავალებების კომპიუტერზე შესრულების მიზნით დამუშავდა სახელმძღვანელოს თანმხლები კომპიუტერული უზრუნველყოფა www.ssa.ug.edu.ge. ვებ აპლიკაციას საფუძვლად დაედო სამაგისტრო კურსში „სისტემების სტრუქტურული ანალიზი“ განხილული ლოგიკურ-ალბათური მეთოდები, მოდელები და ალგორითმები. სახელმძღვანელოს ავტორი დიდ მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა კოლეგას და სტუდენტს.
წინამდებარე სახელმძღვანელოს და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები შეძლებენ რთული სისტემების დაპროექტებისა და ფუნქციონირების პროცესის მათემატიკურ მოდელირებას, სისტემების ეფექტიანობის კრიტერიუმების რაოდენობრივი შეფასების განხორციელებას და ოპტიმალური მართვის ამოცანების გადაწყვეტას.

Downloads

Published

აგვისტო 20, 2024

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9896-8-1