გამართლების სუბიექტური მხარის ელემენტები აუცილებელი მოგერიების მაგალითზე: (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი, ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით)
Synopsis
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მნიშვნელოვან და, შეიძლება ითქვას, პირველ ქართულენოვან გამოცემას აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტების საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა გამართლების სუბიექტური ელემენტების თავისებურებებს ქართულ და გერმანულ სისხლის სამართალში. ამავდროულად, საშუალება ექნება თავის საქმიანობაში გამოიყენოს წიგნის ბიბლიოგრაფიის ნაწილში მოცემული საკმაოდ მდიდარი ლიტერატურული მასალა.
წიგნი საინტერესო იქნება სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე პირთათვის, რომლებიც აპირებენ სიღრმისეულად შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. ნაშრომი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.