ძალის გამოღვიძება: ჩემი გზავნილი ახალი თაობის ლიდერებისთვის

Authors

მიხეილ სააკაშვილი

Synopsis

„სააკაშვილმა მემკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამასთან ერთად არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი, საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო, გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ სტრუქტურულად ვატარებდით ოპერაციას ოპერაციაზე, რეფორმებს - რეფორმებზე. ვიღებდით და ვკვეთდით სიმსივნურ წარმონაქმნებს, მაგრამ თითოეული რეფორმის
შემდეგ აღარ გვრჩებოდა აღდგენის და რეაბილიტაციის დრო. ამიტომაც ამბობენ, რომ „ეს იყო ცუდი“, „იყო შეცდომები“, „ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო“.
და ეს მართალია. შედეგად, ყველა ქართულ ოჯახში მივიღეთ: ნასამართლევი, გათავისუფლებული, მძიმედ დაჯარიმებული და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს ოჯახები დღეს მიხეილ სააკაშვილს დაელოდებიან? არა! არ დაელოდებიან და სწორედ ესაა რეფორმების საფასური, რომელსაც ნებისმიერი რეფორმატორი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იხდის. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი გუნდის ბევრ წევრს და, მათ შორის, მეც ხელები გვიკანკალებდა ნებისმიერი რთული გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ ის თავის თავზე იღებდა ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას და ამით გვიხსნიდა ჩვენ პასუხისმგებლობის ტვირთს. სააკაშვილი არის დიდი რეფორმატორი და უდიდესი კრიზის-მენეჯერი სახელმწიფო მმართველობის სფეროში. ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენა - ეს სასწაულია, კომპანიის გადარჩენა - მაგარია, მაგრამ ამოიყვანო ქვეყანა უფსკრულიდან - ეს რჩეულთა ხვედრია. მე არ მიყვარს როდესაც ვსაუბრობ ამაზე. მე და სააკაშვილს უფრო მეტი განსხვავება გვაქვს, ვიდრე საერთო. ძალიან რთულია სააკაშვილთან ურთიერთშეთანხმებულობა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ვკამათობდი, ვჩხუბობდი და ვიბრძოდი მის მხარდამხარ.

- კახა ბენდუქიძე

Downloads

Published

მაისი 28, 2024

Details about this monograph

Co-publisher's ISBN-13 (24)

978-9941-9896-5-0