შუშანიკის წამების გვიანდელი რედაქციები

Authors

ნანა მრევლიშვილი
თინათინ ჯიქურაშვილი
რატი სტურუა

Synopsis

შუშანიკის წამება ქართული ორიგინალური მწერლობის პირ-ველი ძეგლია, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ იაკობ ხუცესის (ცურ-ტაველის) მიერ V საუკუნეში დაწერილი ამ ჰაგიოგრაფიული თხზუ-ლების მიმართ მეცნიერული ინტერესი დღემდე არ განელებულა. სხვადასხვა პერიოდში წამება რამდენჯერმე გამოიცა (მ. საბინინის, ს. გორგაძის, ი. აბულაძის, ც. ქურციკიძის, ე. ჭელიძის და სხვათა მიერ), აქედან ოთხჯერ – კრიტიკულად. ი. აბულაძის მიერ გამო-ცემულია აგრეთვე ქართული მოკლე, სომხური ვრცელი და მოკლე და ასევე – სვინაქსარული რედაქციები.
გარდა მითითებულისა, არსებობს შუშანიკის წამების გვიან-დელი რედაქციებიც. წინამდებარე გამოცემა სწორედ ამ ტექსტების პუბლიკაციას სთავაზობს მკითხველს: 1. XVIII საუკუნეში ანტონ კა-თალიკოსის მიერ რედაქტირებული და მის მიერვე მარტირიკაში შეტანილი შუშანიკის წამება, რომელიც გამოცემული იყო ორი ხელ-ნაწერის მიხედვით. ჩვენ მას ვაქვეყნებთ შვიდი, ანუ სრულად მოღ-წეული ყველა ხელნაწერის მიხედვით; 2. ანტონის ტექსტზე დაყრდ-ნობით შექმნილი იოანე ბატონიშვილის რედაქცია, რომელიც მან კალმასობაში ჩაურთო. ქვეყნდება პირველად; 3. XIX საუკუნის ჰაგიოგრაფიულ კრებულში შესული იოანე ბატონიშვილის რედაქ-ციის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც ასევე პირველად ქვეყნ-დება.
გამოცემა მომზადდა საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტში. გამოცემის მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს აგრეთვე ინსტიტუტის თანამშრომლებმა – ლ. ვაშაყმაძემ, თ. ბერუაშვილმა და მ. ალავერ-დაშვილმა.

Downloads

Published

მარტი 28, 2024

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9896-4-3