ბებოს ზღაპრები II
Synopsis
ბებოს ზღაპრების წიგნი I, II და III განკუთვნილია დაწყებითი კლასების (6, 7, 8, 9 წლის) ბავშვებისათვის. ამ სერიის I წიგნი გამოიცა 2017 წელს საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, რომელშიც სოფელ კიტროვანზე და მასში მცხოვრებ ხილ-ბოსტნეულის ბავშვებზე: ხახვაზე, ფორთოხალაზე, კარტოფილაზე, სტაფილუნაზე, მსხალაზე, კვახუნასა და სხვებზეა მოთხრობილი.
ბებოს ზღაპრების წინამდებარე, II წიგნი დამოუკიდებელი ზღაპრებისაგან შედგება, თუმცა პატარა მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს პირველ წიგნსაც, რომელშიც წიგნის გმირების წინა თავგადასავლები დახვდება.


