ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსია
Synopsis
წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია ორი ბიზანტიელი მამის, მიტროფანე სმირნელი მიტროპოლიტისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი დიაკონის ეკლესიასტეს თარგმანებათა (განმარტება/კომენტირება) ქართული რედაქცია, რომელიც გელათის საღვთისმეტყველო სკოლის მთარგმნელობითი ნორმებითაა შესრულებული. ეს ტექსტი ქართულმა მწერლობამ ერთადერთი ხელნაწერით (A61) შემოგვინახა. ხელნაწერი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტის პუბლიკაციას ახლას გამოკვლევა და ძელქართულ-ძველბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი.
უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ დამანა მელიქიშვილს, ამ წიგნის სულიჩამდგმელს, და ქალბატონ მანანა სანაძეს - უანგარო დახმარებისა და თანადგომისათვის.
ვფიქრობთ, ნაშრომი საინტერესო იქნება ფილოლოგებისთვის, თეოლოგებისთვის, ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
