კიბერსივრცის ახალი გამოწვევები და საქართველო

Authors

ვლადიმერ სვანაძე
Georgia University

Synopsis

წიგნი წარმოადგენს მეორე ქართულენოვან გამოცემას კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. მოცემული დარგით დაინტერესებული საზოგადოება წიგნში გაეცნობა კიბერსივრცეში მიმდინარე მნიშნელოვან მოვლენებსა და არსებულ ახალ გამოწვევებს როგორც საქართველოში, ისე გლობალურ დონეზე. ასევე ინფორმაციას მიიღებს საერთაშორისო დონეზე არსებულ ტერმინთა განმარტების თაობაზე და, ამავდროულად, საშუალება ექნება თავის საქმიანობაში გამოიყენოს წიგნის ბიბლიოგრაფიის ნაწილში მოცემული საკმაოდ მდიდარი ლიტერატურული მასალა.

წიგნი საინტერესო იქნება იმ ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთათვის, რომლებიც აპირებენ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უფრო სიღრმისეულ შესწავლას. აგრეთვე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სახელმძღვანელო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამების სტუდენტებისთვის.

წიგნი გახდება მოცემული დარგით ქართულ ენაზე საგამომცემლო საქმიანობისა და ტრადიციის დანერგვის ბიძგის მიმცემი, რაც თავს მხრივ საფუძველს ჩაუყრის ქართულ ენაზე კვლევითი მიმართულებისა და სასწავლო პროცესის განვითარებას.

Downloads

Published

ოქტომბერი 17, 2022

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9708-1-8