ისტორიულ გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის
Synopsis
ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასი სკოლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებულია მე-6 - 12 კლასის მოსწავლეების, საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლებისა და საერთოდ ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ატლასი შედგება 31 ძირითადი და 9 დამატებითი რუკისაგან. პირველადაა მოცემული რუკები, რომლებშიც, ისტორიულ ჭრილში, ნაჩვენებია საქართველოს ადგილი კავკასიაში, წინა აზიასა და საერთოდ მსოფლიოში. საგანგებო რუკა ეძღვნება საქართველოში მოციქულების, წმინდა მამებისა და მოწამეთა მოღვაწეობას. რუკებს თან ახლავს მოკლე აღწერები. ატლასი შემკულია საქართველოს ბუნების, ხუროთმოძღვრული ძეგლების, ოქრომჭედლობის, ფრესკული თუ მოზაიკური მხატვრობის უნიკალური ფოტოებით.

Downloads
Published
თებერვალი 26, 2020
Categories
Copyright (c) 2020 საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
Details about this monograph
ISBN-13 (15)
978-9941-9666-6-8