თამაშთა თეორია

Authors

აკაკი ცომაია
Georgia University

Synopsis

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, ამ ეტაპზე, იშვიათად გვხვდება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან თამაშთა თეორიას, როგორც სასწავლო კურსს თანამედროვე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სხვა სოციალურ მეცნიერებებში. უფრო მეტიც, ძალზე მწირია ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც დაინტერესებულ პირებს შეასწავლის ამ დარგის მიღწევებს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღნიშნული მიმართულებით, ქართულენოვანი პუბლიკაციები გვხვდება მხოლოდ მათემატიკურ მეცნიერებებში ოპერაციათა კვლევების ნაწილში. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს საქართველოში, თუმცა, გვაქვს იმედი, რომ როგორც ერთ-ერთი პირველი მერცხალი, მოკრძალებულ წვლილს შეიტანს სოციალური მეცნიერებების და განსაკუთრებით, ეკონომიკის სწავლების განვითარების მიმართულებით. წიგნის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების სტუდენტები, რომლებიც კარგად იცნობენ შემდეგ მათემატიკურ მეთოდებს: ა) სიმრავლეები და ძირითადი ოპერაციები სიმრავლეებზე; ბ) ფუნქციები, წარმოებული, ოპტიმიზაციის (მინი-მაქსის) მეთოდები, განუსაზღვრელი და განსაზღვრული ინტეგრალი, მატრიცებთან მუშაობა; გ) ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა.

ვისთვისაც უცხოა აღნიშნული მეთოდები, ვურჩევ საფუძვლიანად გაეცნოს ამ წიგნის შესავალ ნაწილს და პირველ რიგში, გაიღრმავოს ცოდნა მათემატიკაში.

წიგნი ეძღვნება ჩემს შვილებს: ლილე და ლალი ცომაიებს!

Downloads

Published

ოქტომბერი 29, 2020

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9666-2-0