ქართველთა ცხოვრება : წიგნი I

Authors

მანანა სანაძე
Georgia University

Synopsis

ქართველთა ცხოვრება წიგნი I - შესავალი ქართველთა ცხოვრებაში, ნუმერაციით პირველი, თუმცა რიგითობის მიხედვით მეორეა ქართველთა ცხოვრების იმ მრავალწიგნიანი სერიიდან, რომლის გამოცემას საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორებისა და ამავე სკოლის მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტების მონაწილეობით. აღნიშნული წიგნის ავტორი და მთლიანი სერიის მეცნიერ-ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა სანაძე. მისივე ავტორობით 2016 წ. უკვე გამოიცა ქართველთა ცხოვრება წიგნი III - ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). ქართველთა ცხოვრება წიგნი II - ქართველთა ცხოვრება, რომლის გამოცემაც უახლოეს დროში იგეგმება, მოიცავს თხზულების ტექსტებს (დავით აღმაშენებლის ცხოვრების ჩათვლით) და ამ ტექსტების ახალი პრინციპით დაბეჭდვას გულისხმობს, რაც თავიდან აგვაცილებს 2008 წლის გამოცემის არც თუ უმნიშვნელო შეცდომებს. განსაზღვრულია ამავე სერიის სხვა წიგნების მომზადებაც.
წინამდებარე წიგნი ისევე, როგორც მისი წინამორბედი, განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-მკვლევრებისთვისა და საქართველოს ისტორიის პროგრამაზე მოსწავლე დოქტორანტი და მაგისტრანტი სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, სასურველია, სპეცკურსის სახით, წიგნს გაეცნონ III-IVკურსის ბაკალავრებიც. იმავდროულად, ავტორი იმედს იტოვებს, რომ წიგნი გასაგები და საინტერესო წასაკითხი იქნება ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც.

Downloads

Published

ოქტომბერი 23, 2019

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9666-1-3