თამაზ ბერაძე შრომების კრებული ტომი 3

Authors

თამაზ ბერაძე

Synopsis

წიგნი წარმოადგენს საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების ცნობილი მკვლევრის, თამაზ ბერაძის (1937-2012) შრომების კრებულის III ტომს. I ტომში გამოქვეყნდა მეცნიერის პერიოდულ სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდილი ნაშრომები, II ტომში - სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდილი და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები, თეზისები და შინაარსები. როგორც პირველი ტომის ანოტაციაში იყო მითითებული, III ტომში მკითხველი უნდა გასცნობოდა მეცნიერის გამოუქვეყნებელ ნაშრომებს. ვინაიდან II ტომში თავი მოიყარა დიდი მოცულობის მასალამ, მასში ვერ მოხერხდა ავტორის საენციკლოპედიო და პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების განთავსება. ამიტომ III ტომში გამოუქვეყნებელი ნაშრომების ნაწილთან ერთად შესულია ენ
ციკლოპედიებსა („ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“, ენციკლოპედია „საქართველო“) და სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები.
წინამდებარე წიგნში შესული ნაშრომების დიდი ნაწილი ეძღვნება საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, ქართული ზღვაოსნობისა და ვაჭრობის საკითხებს. განსაკუთრებით ფასეულია ნაშრომები საქართველოს ოკუპირებული მხარეების (აფხაზეთი, შიდა ქართლის ნაწილი - ცხინვალის რეგიონი, ისტორიული ტაო-კლარჯეთი) ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის შესახებ.
თ. ბერაძის ნაშრომები, მათი სამეცნიერო ღირებულებიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, ფრიად მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტებს, კარტოგრაფებს, სტუდენტებს, ასევე, ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.

Downloads

Published

ნოემბერი 1, 2024

Details about this monograph

Co-publisher's ISBN-13 (24)

978-9941-9897-7-3