რაფიელ ერისთავი ადამიანი და ეპოქა

Authors

ეკა კაჭარავა

Synopsis

2024 წლის აპრილში აღინიშნა ქართველი მწერლის, მეცნიერისა და საზო-გადო მოღვაწის, რაფიელ დავითის ძე ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილე. მისი მოღვაწეობა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის, სოციალური წინააღ-მდეგობებისა და ცვლილებების, ეროვნული და კულტურული თვითგამორ-კვევის თანადროულია.

რაფიელ ერისთავს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის XIX საუკუნის ქარ-თული მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირე-ბაში. ის ფართო ინტერესების მქონე ინტელექტუალია. მისმა მოღვაწეობამ სამოხელეოს გარდა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სფერო: სამეცნიერო (არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ლექსიკოლოგია, ფოლკლორისტიკა, ტერმინოლოგია, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება...), კულტურულ-სახელოვნებო (სათეატრო, დრამატურგიული, მუზეოლოგია), საგანმანათლებლო, სოციალური (საგლეხო რეფორმა), იურიდიული (ად-ვოკატურა) თუ საფინანსო (სათავადაზნაურო ბანკი, ქშწგს), ჟურნალისტიკა (პუბლიცისტიკა, ჟურნალ-გაზეთების დაარსება-გავრცელების ხელშეწ-ყობა) მოიცვა. რ. ერისთავი მრავალი სამეცნიერო და კულტურულ-საგან-მანათლებლო საზოგადოების დამფუძნებელი, წევრი და აქტიური მონა-წილეა. მისი სამოხელეო და სამეცნიერო საქმიანობა იმპერიის არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. ძნელად მოიძებნება დარგი, სადაც XIX საუკუნის ამ გამორჩეულ ფიგურას თავისი კვალი არ დაუტოვებია. რაფიელ ერისთავი, საზოგადო მოღვაწე და ინტელექტუალი, თავის შემოქმედებითა და მოღ-ვაწეობით, როგორც სამართლიანად აღნიშნავს ნ. აბაკელია, კულტურული ნაციის ერთერთ რეპრეზენტატორად და ერის წარმოსახვითი ერთობის შემ-ქმნელად იქცა.

Downloads

Published

ივნისი 8, 2026

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9915-3-0