The Martyrdom of Shushanik: Part II
Synopsis
აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს სერიის – ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია – I ტომის მესამე ნაწილის გაგრძელებას (I3). წიგნში შევეცადეთ შეძლებისდაგვარად თავი მოგვეყარა ქართულ სამეცნიერო სივრცეში არსებული იმ ნაშრომებისათვის, რომლებიც ეხება შუშანიკის წამებას, დამოუკიდებლად იმისა, ვიზიარებთ თუ არა ნაშრომის ავტორის პოზიციას. წიგნის ფორმატიდან გამომდინარე, ცხადია, ყველა ნაშრომის პუბლიკაცია ვერ ხერხდება. შევეცადეთ ვრცელი ნაშრომებიდან წარმოგვედგინა მასალა იმგვარად, რომ მკითხველს სრული წარმოდგენა შექმნოდა შუშანი კის წამების კვლევასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემატიკაზე. ამას გარდა, დაინტერესებული მკითხველისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ახალი სამეცნიერო კვლევები თუ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული სტატიები. ავტორთა სტილი დაცულია, ვასწორებთ მხოლოდ მცირე კორექტურულ შეცდომებს, ან იმგვარ პუნქტუაციურ ხარვეზებს, რომლებიც განაპირობებს აზრობრივ ბუნდოვანებას და ვაწესრიგებთ დამოწმებული ლიტერატურის ნუსხებს. პროექტი განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. წიგნის გამოცემაზე მუშაობდნენ ნ. მრევლიშვილი, ს. გულიაშვილი, თ. ჯიქურაშვილი, ლ. ვაშაყმაძე, თ. ბერუაშვილი და მ. ალავერდაშვილი. გამოცემის მომზადებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ნ. ჯანგულაშვილმა და გ. ტაბატაძემ.


