წიგნი II

Authors

არჩილ მეტრეველი
Georgia University

Synopsis

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს. სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება / წიგნი I / ზოგადი და ინდივიდუალური ასპექტები, გამოქვეყნდა 2019 წელს („საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“).
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთიანი სფერო, მოიცავს სხვადასხვა ზოგად, ინდივიდუალურ, კოლექტიურ და ინსტიტუციურ ასპექტს, უფლებას, თავისუფლებასა და სამართლებრივ ურთიერთობას, რომელთა სუბიექტებიც არიან კერძო პირები, რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის მქონე ჯგუფები და სახელმწიფო. წარმოდგენილი ორტომეული შედგენილია ამ უფლებასთან დაკავშირებული ძირითადი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკისა და შესაბამისი საერთაშორისო საექსპერტო და პოლიტიკური დოკუმენტების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო უშუალოდ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კოლექტიურ და ინსტიტუციურ ასპექტებს ეთმობა, რაც თითოეული ამ ასპექტისა და მათში შემავალი საკითხების მოცულობიდან და სწავლების მეთოდოლოგიიდან გამომდინარეობს. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ზოგადი და ინდივიდუალური ასპექტები წარმოდგენილია სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში. ორტომეულის მიზანია სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სათანადო ცოდნის გაზიარება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სრული სფეროს შესახებ.

Downloads

Published

September 15, 2022

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9708-6-3