თანამედროვე მაკროეკონომიკა: წიგნი I

Authors

აკაკი ცომაია
Georgia University

Synopsis

წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს მაკროეკონომიკის ყოვლისმომცველ ქართულენოვან ნაშრომს, რომელიც სისტემურად აანალიზებს ეკონომიკური პროცესების თეორიას, მოდელებსა და პრაქტიკულ გამოყენებას როგორც გრძელვადიან, ისე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში. მასში განხილულია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ინფლაცია, შრომის ბაზრის სტრუქტურა და უმუშევრობის დონე, მათ შორის რეალური და ნომინალური მაჩვენებლების განსხვავება, სტატისტიკური მონაცემების გრაფიკული ანალიზი და სეზონური კორექტირება. შემდგომი თავები ეძღვნება ეროვნული შემოსავლის მოდელირებას, ქობ-დუგლასის საწარმოო ფუნქციას, საქონლისა და მომსახურების ბაზრის წონასწორობას, ფულის თეორიას, მონეტარულ სისტემასა და კომერციული ბანკების როლს ფულის მიწოდებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზას, ბიჰევიორისტულ მიდგომებსა და ფილიპსის მრუდის მოდელირებას ინფლაციისა და უმუშევრობის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრისთვის. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი ფოკუსირებულია გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც დეტალურად არის განხილული სოლოუს მოდელი, მისი გაფართოებული ვარიანტი ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, თაობათა გადაფარვის მოდელი (OLG) და რამსი-კას-კუფმანის დინამიკური მიდგომები. მესამე ნაწილი განიხილავს ეკონომიკის ფუნქციონირებას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში IS-LM მოდელით, ერთობლივი მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნქციებით, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე რეაგირებით, DSGE და რეალური ბიზნეს-ციკლის მოდელების ჩათვლით. ყოველი თავი სრულდება შეჯამებით, ქეისებით, სავარჯიშოებითა და შესაბამისი მათემატიკური დანართებით, რაც მას კომპლექსურ სასწავლო რესურსად აქცევს სტუდენტებისა და ეკონომისტებისთვის.

Downloads

Published

May 2, 2022

Categories

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9708-3-2