თავისუფლების კონსტიტუცია

Authors

ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი ჰაიეკი
Georgia University

Synopsis

წინამდებარე წიგნის მიზანს შესავალში განვმარტავ, მადლიერებას ამ წინასიტყვაობის შემდეგ რამდენიმე აბზაცში გამოვხატავ. აქ კი ისღა დამრჩენია, მკითხველები გავაფრთხილო და მოვუბოდიშო მათ.
ამ წიგნში მხოლოდ იმის შესახებ არ იქნება საუბარი, რასაც მეცნიერება გვასწავლის. თუმცა, ვერ დავწერდი ამ წიგნს, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეკონომიკური თეორიის შესწავლისთვის რომ არ მიმეძღვნა, ხოლო ბოლო წლებში არ მეცადა გავცნობოდი ზოგიერთი სხვა საზოგადოებრივი მეცნიერების დასკვნებს, აქ არც მხოლოდ ფაქტებით ვიფარგლები და არც მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღწერით. ჩემი ამოცანაა, გამოვსახო იდეალი, ვაჩვენო, თუ როგორ შეიძლება მისი მიღწევა, და განვმარტო, თუ რას ნიშნავს მისი განხორციელება პრაქტიკაში. ამიტომ სამეცნიერო განსჯა საშუალებაა და არა მიზანი. მიმაჩნია, რომ პატიოსნად გამოვიყენე ცოდნა იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ. მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა იმ ფასეულობების მიღება, რომელთა სამსახურშიც ჩავაყენე ეს ცოდნა.

Downloads

Published

September 17, 2021

Categories

Details about this monograph

ISBN-13 (15)

978-9941-9707-6-4