აკადემიური წერა
Synopsis
საქართველოს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია იკითხება სალექციო კურსი აკადემიურ წერაში. წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ სალექციო კურსს დაეფუძნა. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტებისა და კოლეგების დახმარებით სახელმძღვანელოს უკვე გაიარა აპრობაცია. წიგნში მარტივად, ნათლად და თანმიმდევრულად მიეწოდება მკითხველს აკადემიური წერის თეორიული ნაწილი, უამრავი ნიმუშითა და პრაქტიკული დავალებებით. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აიმაღლოს წერის კულტურა.
წიგნის პირველი ნაწილი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე; განხილულია,თუ რისგან შედგება თემა, რა აგებულება აქვს, რა სტილით და როგორ შეიძლება დაიწეროს, როგორ უნდა გაიშალოს მსჯელობა, როგორ დაიხვეწოს ტექსტი და ა.შ. ამასთანავე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, აღგვეწერა სხვადასხვა ტიპის თემის შედგენის ხერხები და საშუალებები, ვინაიდან მათი ცოდნა და გამოყენება სტუდენტებს აუცილებლად დასჭირდებათ ჩვენს აკადემიურ სივრცეში.
წიგნს დანართად ერთვის საქმიანი დოკუმენტების ნიმუშები. ამ სახის მასალაზე დიდი
მოთხოვნაა და ამიტომაც გავხადეთ ეს მასალა სტუდენტთათვის ხელმისაწვდომი. წიგნის დანართი
შეიცავს ტესტებსაც. ვფიქრობთ, რომ ეს ტესტები დაეხმარება სტუდენტს თეორიული ცოდნის
განმტკიცებასა და გაღრმავებაში.
