Television Field Production and Reporting: A Guide to Visual Storytelling
Synopsis
ყოველწლიურად კლებულობს ტრადიციული გაზეთების მკითხველთა და სატელევიზიო ახალი ამბების მაყურებელთა რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული სიანფორმაციო საშუალებები სწორედ ბეჭდვითი მედიისა და ტელევიზიის უნიკალური ძლიერი მხარეების ათვისებით ცდილობენ თანამედროვე ჭირვეული და მოუთმენელი მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებას. რა არის ეს ძლიერი მხარეები? სწორედ ყველაფერი ის, რააზედაც გამახვილებულია ყურადღება "სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადებისა და ტელეჟურნალისტიკა: ვიზუალური თხრობის გზამკვლევი" ამ, მეექვსე გამოცემაში. აქცენტები ამ წიგნის ბაზარზე არსებობის მთელი ოხდახუთწლიანი ისტორიის მანძილზე დიდად არ შეცვლილა: გამოსახულების, სიჩუმის, ბგერების, მოქმედებისა და ქცევის საშუალებით ადამიანებისთვის ადამიანების ჩვენება და თანამონაწილეობის განცდის დაჭერა და გადმოცემა. გარდა ამისა, წინამდებარე გამოცემაში პრაქტიკოსი პროფესიონალების თვალსაწიერიდან ვისაუბრებთ აგრეთვე იმაზედაც, თუ როგორ შეიძლება იმავე მიზნების მიღწევა, როდესაც ადამიანი მუშაობს მარტო, როგორც თვითკმარი ვიზუალური ჟურნალისტი, ვიზუალური მთხრობელი.
