ქართველთა ცხოვრება წიგნი III
Synopsis
წინამდებარე ნაშრომი - “ქართველთა ცხოვრება” წიგნი III პირველია “ქართველთა ცხოვრების” იმ მრავალწიგნიანი სერიიდან, რომლის გამოცემას საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობასთან ერთად გეგმავენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: მანანა სანაძე და გონელი არახამია. გამოცემის ფარგლებში განსაზღვრული და მომზადებულია შემდეგი წიგნები: წიგნი I - შესავალი “ქართველთა ცხოვრებაში”, წიგნი II - “ქართველთა ცხოვრება”, რაც “დავით აღმაშენებლის ცხოვრების” ჩათვლით, “ქართველთა ცხოვრების” ტექსტის ახალი პრინციპით გამოცემას გულისხმობს; წიგნი IV - კომენტარები, წიგნი V - “ქართველთა ცხოვრება” და ქართული ეკლესიის ისტორია.
ვინაიდან ამ სერიიდან წიგნი III რიგით პირველი იბეჭდება, გამოცემის მიზნებთან მკითხველის უკეთ გაცნობისათვის განკუთვნილი ეს მოკლე ანოტაციაც მას წავუმძღვარეთ


