მიხეილ ხელთუფლიშვილი: საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
Synopsis
წიგნი ეხება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებ და მოღვაწე მიხეილ ხელთუფლიშვილს, რომელმაც, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მნიშვნელოვანი კვალი გაავლო ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში, თუმცა, დრომ და მოვლენებმა ლამის წაშალა ეს კვალი და დავიწყებას მისცა ოცდაექვსი წლის ავტორის სახელი, ერთ დროს რუსეთის დიდი იმპერიის მასშტაბით რომ გახმაურდა. არადა, ამ ახალგაზრდა სწავლულის ნიჭსა და მომავალზე დიდ იმედებს ამყარებდა ყველა თანამედროვე, ვინც მას იცნობდა, დაწყებული ილია ჭავჭავაძიდან, დამთავრებული ეროვნული სულით ანთებული ყველა ქართველი პატრიოტით, ცრემლიანი რომ მისდევდა ციხის საკანში გარდაცვლილი თანამემამულის სამგლოვიარო პროცესიას.
Downloads
Published
აგვისტო 15, 2024
Categories
Copyright (c) 2024 საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
Details about this monograph
ISBN-13 (15)
978-9941-9896-0-5


