ჰიმნი
Synopsis
აინ რენდის დისტოპიური ნოველა "ჰიმნი" ასახავს კოლექტიისტური საზოგადოების თანმდევ გარდაუვალ ბოროტებას, როცა ცხოვრების ყოველ ასპექტს სახელმწიფო განსაზღვრავს. რჩეულები უბრალო მოკვდავთ სახელმწიფოს სახელით მწყემსავენ - უწესებენ, როდის დაიძინონ და გაიღვიძონ, როდის და სად იმუშაობ, რაზე იფიქრონ და ვის ესაუბრონ, რითი იკვებონ და რა ჩაიცვან. ასეთ საზოგადოებაში ინდივიდუალიზმისა და პიროვნული მეობის ცნებებს კოლექტივიზმის ძალადობრივი სისტემა შთანთქავს. მსგავსი სიმახინჯე კი მაშინ იკიდებს ფეხს, როცა ადამიანები კოლექტივიზმს იწყნარებენ როგორც "მორალურ" იდეას, ხოლო ინდივიდუალიზმი და კერძო ღირებულებებით ცხოვრება არა მხოლოდ დანაშაულად, არამედ ცოდვად და ზნეობრივ გადაცდომად ირაცხება.
