დანაშაული და სასჯელი
Synopsis
სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელიც საკმაოდ ფრთხილ მიდგომას საწიროებს, ვინაიდან მასში გათვალისწინებული სასჯელები ყველაზე მეტად იჭრება ადამიანის პირად თავისუფლებაში. აღნიშნული პატარა ნაშრომის მიზანია მკიტხველს გააცნოს სისხლის სამართალი და მასთან დაკავშირებული დანაშაულისა თუ სასჯელების ინსტიტუტები. ეს არის ერთგვარი შესავალი, რომელიც იძლევა ამ დარგის ძირითადი ასპექტების გააზრების შესაძლებლობას მოკლე მაგალითების საფუძველზე, სადაც მარტივი ენით საუბარია არა მხოლოდ ზოგად, არამედ პროცედურულ საკითხებზეც. ის განკუთვნილია როგორც სამართლის სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე დამწყები იურისტებისთვის. ნაშრომი მათ დაეხმარება დანაშაულისა და სასჯელის ცნებების გააზრებაში.
