Toma's Tales - II
Keywords:
Tales, Children's Book, Picture Book, FictionSynopsis
ორიოდე სიტყვა ჩემზე, ანუ ამ წიგნის შემფასებელზე.
პირველი ზღაპარი დავწერე 1970 წელს. მას შემდეგ ამ უცნაურ
სუბსტანციას დასტრიალებს ჩემი ფიქრები. ესე იგი 50 წელია ვწერ
ზღაპრებს, ანუ ნახევარი საუკუნეა.
შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც ბევრი ზღაპარი არ დამიწერია.
მაგრამ ყოველი მათგანი სულიერი ძალების სრული დაძაბვის
ფასად დამიჯდა.
ამიტომ ჩემი მიდგომა ზღაპრისადმი შეიძლება ვინმეს ზედმეტად
სერიოზულად მოეჩვენოს.
მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად არ შემიძლია.
არ მიყვარს რაღაც განზოგადებები და აბსტრაქტული მსჯელობანი,
რაღაც კლასიფიკაციები და შედარებანი: ერთი სიტყვით თეორეტიკოსები,
მაგრამ ყველა თეორეტიკოსზე უკეთ ვიცი, თუ რა არის
ზღაპარი და როგორ იქმნება მისი ქსოვილი.
ნება მიბოძეთ, კონკრეტულად წარმოდგენილ ნაწარმოებზე
ვილაპარაკო.
