თომას ზღაპრები - II

Authors

გიორგ კეკელიძე, Georgia University; ნიკოლოზ ლოლაძე, The University of Georgia; გურამ პეტრიაშვილი, The University of Georgia; ზაალ ჩხეიძე, The University of Georgia; მარინა ჟღენტი, The University of Georgia

Keywords:

Tales, Children's Book, Picture Book, Fiction

Synopsis

ორიოდე სიტყვა ჩემზე, ანუ ამ წიგნის შემფასებელზე.
პირველი ზღაპარი დავწერე 1970 წელს. მას შემდეგ ამ უცნაურ
სუბსტანციას დასტრიალებს ჩემი ფიქრები. ესე იგი 50 წელია ვწერ
ზღაპრებს, ანუ ნახევარი საუკუნეა.
შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც ბევრი ზღაპარი არ დამიწერია.
მაგრამ ყოველი მათგანი სულიერი ძალების სრული დაძაბვის
ფასად დამიჯდა.
ამიტომ ჩემი მიდგომა ზღაპრისადმი შეიძლება ვინმეს ზედმეტად
სერიოზულად მოეჩვენოს.
მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად არ შემიძლია.
არ მიყვარს რაღაც განზოგადებები და აბსტრაქტული მსჯელობანი,
რაღაც კლასიფიკაციები და შედარებანი: ერთი სიტყვით თეორეტიკოსები,
მაგრამ ყველა თეორეტიკოსზე უკეთ ვიცი, თუ რა არის
ზღაპარი და როგორ იქმნება მისი ქსოვილი.
ნება მიბოძეთ, კონკრეტულად წარმოდგენილ ნაწარმოებზე
ვილაპარაკო.

Downloads

Published

მაისი 2, 2023

Details about this monograph

Physical Dimensions