ადამიანი და ეპოქა – რაფიელ ერისთავი – 200
Synopsis
2024 წლის აპრილში გამოჩეულ ქართველ მამულიშვილსა და მოღვაწეს, რაფიელ დავითის ძე ერისთავს, დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პროექტის "ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი - 200" ფარგლებში მომზადდა სამეცნიერო კონფერენცია, რამდენიმე პუბლიკაცია და საიუბილეო ღონისძიება.
პროექტს აქვს სამეცნიერო, საგანმანათლევლო, კულტურულ-შემეცნებითი დანიშნულება და მისი უმთავრესი მიზანია, იუბილარის მრავალწლიანი მოღვაწეობის, მისი ეროვნული, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლის ახლებურად გააზრება და წარმოჩენა.
გამოცემა "რაფიელ ერისთავი - 200" ამ პროექტის ნაწილია და მომზადდა ინსტიტუციური და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის შედეგად - საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, რაფიელ ერისთავის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მონაწილეობით.


